შესვლა
მთავარი სიახლეები სხვადასხვა კუნთის ვარჯიშები როგორ მოვამზადოთ ნატურალური გეინერი
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
barbrothers.ucoz.com
როგორ მოვამზადოთ ნატურალური გეინერი

როგორ მოვამზადოთ ნატურალური გეინერი
 

გეინერები (GAINER) - სპორტული კვების სახეა, რომელიც ცილოვან-ნახშირწყლოვანი ნაზავისაგან შედგება. მას მწარმოებლები ხშირად კრეატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ინგრედიენტებს უმატებენ. ზოგჯერ გეინერი მცირე რაოდენობის ცხიმებსაც შეიცავს. გეინერის მთავარი ფუნქცია სხეულის მასის გაზრდაა და ენერგეტიკული მარაგის სწრაფი აღდგენა. პროტეინების და ნახშირწყლების კომბინაციის ეფექტურობა ბოდიბილდინგში დამოუკიდებელი კვლევებითაა დადასტურებული.
გეინერები ერთ-ერთ პირველ სპორტულ დანამატებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. წარსულში გეინერებს იაფფასიანი ცილების გამოყენებით, ცხიმების და შაქრის დამატებით აწარმოებდნენ, რათა მაქსიმალურად გაეზარდათ მათი კალორიულობა. ასეთ ერთ პორციას შეიძლება 3000 კალორიის შემცველობა ჰქონოდა და ხარისხი არც ისე საუკეთესო გახლდეთ. დღესდღეისობით ბაზარზე მაღალხარისხიანი, დაბალანსებული გეინერები გამოჩნდა, რომლებიც შეიცავენ მაღალი ბიოლოგიური ფასეულობის სუფთა ცილებს, შეიცავენ სპეციალურ ნახშირწყლებს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
არსებობს უამრავი ბრენდის/სახეობის გეინერი, რომელიც მართლაც ეფექტურია, მაგრამ ბევრი მოვარჯიშე არ ენდობა მათ, რადგან უმეტესობა არ არის ნატურალური. სწორედ, რომ ინსტრუქციის მთავარი მიზანია, მოვარჯიშეებს მისცეს საშუალება მოამზადონ ნატურალური გეინერი სახლის პირობებში.
 
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
რძე 0,5 ლიტრი
რძის ფხვნილი 50 გრამი
კვერცხი 3-4 ცალი
ხაჭო 100 გრამი
ბანანი 2 ცალი
კაკაო 1 სუფრის კოვზი
მურაბის სიროფი 1 სუფრის კოვზი
შაქარი არაუმეტეს 1 სუფრის კოვზი.
სოდა ნახევარი ჩაის კოვზი
ვანილი ნახევარი ჩაის კოვზი
საფეხურები
1მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ საგულდაგულოდ.
2ათქვეფის შემდეგ, მიღებული სითხე უნდა იყოს 1 ლიტრამდე და უნდა გამოიყურებოდეს დაახლოებით ისე, როგორიც ნაჩვენებია სურათში.
3გეინერი სასურველია მიიღოთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი ლიტრი და მეორე ნახევარი ვარჯიშის პროცესში ნელ-ნელა სმით, ან ვარჯიშის ბოლოს.
4ამ ნატურალური გეინერის დალევა რეკომენდირებულია კვირაში 1-2 ჯერ, დამოკიდებულია თქვენს სხეულზე და ნაღვლის ბუშტზე, რამდენად ხშირად შეუძლია მისი ატანა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ მხოლოდ გეინერის სმით, გემატებათ ცილები სხულში და ვარჯიშის არ ქონის ან არასაკმარისი ვარჯიშის შემთხვევაში უბრალოდ მოიმატებთ წონაში.
 

გაფრთხილებები
არ მიიღოთ მოცემული გეინერი ხშირად, შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოავლინოს, გაგიღიზიანოთ ნაღვლის ბუშტი ან უბრალოდ გამოიწვიოს ალერგია.

სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *: