შესვლა
მთავარი სიახლეები კატეგორია საკვები დანამატები
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
barbrothers.ucoz.com
საკვები დანამატები

საკვები დანამატები

რა არის საკვები დანამატები და რატომ უნდა მივიღოთ ისინი?

UNN-04662-0images1041202_0_original

ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი აცნობიერებს საკვები დანამატების რეალურ ფასეულობას. დღევანდელ რეალობაში საკვები დანამატები ჯანმრთელი დიეტის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. საკვები დანამატების მიღების აუცილებლობის საკითხი რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორის გამო დადგა. ის საკვები, რითაც ჩვენ ყოველდღიურად ვიკვებებით, ვეღარ უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით – დღევანდელ სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული სხვადასხვა სასუქების, მზა პროდუქტების საკვებად მომზადების ტექნოლოგიების მეთოდების, ეკოლოგიის და ა.შ. მიზეზების გამო. თანამედროვე და არატრადიციული მედიცინა დიდი ხანია ამ საკითხზე აღარ დაობს, რომ ჩვეულებრივი კვების სისტემა არასაკმარისად ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით. ეს პრობლემას უქმნის, მათ ჯანმრთელობასაც კი, ვისაც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს, აღარაფერი რომ ვთქვათ ბოდიბილდინგით და აქტიური სპორტით დაკავებულ ადამიანებზე, რომელთა ორგანიზმი სისტემატიურად სერიოზულ დატვირთვას განიცდის. საკვები კონცენტრატების მიღება მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აქტიურადაა დაკავებული სპორტით. ისინი განკუთვნილია ორგანიზმის ზოგადი და სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის: კუნთოვანი მასის, ძალის და ამტანობის ზრდა და ა.შ. სპორტული კვების დანამატები მზადდება სხვადასხვა სფეროში, მაგ. ფიზიოლოგიასა და დიეტოლოგიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. ხშირად დამწყებ სპორტსმენებს და დილეტანტებს აშინებთ ეს ტერმინი და სპორტული კვების დანამატები ფარმაკოლოგიურ პრეპარატებში ერევათ, რომელსაც პროფესიონალი სპორტსმენები იყენებენ. რეალურად კი, სპორტულ დანამატებს არაფერი არ აქვთ საერთო დოპინგთან, რადგან ეს დანამატები წარმოადგენენ „კონცენტრირებულ საკვებს“, რომელიც იგივე კომპონეტებისაგან შედგება, რისგანაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ჩვენი საკვები. მთავარ განსხვავებას კი აქ კონცენტრაცია განსაზღვრავს. ჩვეულებრივი საკვები ორგანიზმის მიერ შეიძლება 4 საათის განმავლობაში აითვსებოდეს, ხოლო სპორტული დანამატები კი გაცილებით სწრაფად და სრულად შეითვისება, აქვს მაღალი ენერგეტიკული და ბიოლოგიური ფასეულობა. თუმცა, უნდა გათვალისწინებული იქნეს, რომ სპორტულ კვებას შემთხვევით არ უწოდებენ დანამატებს, რადგან ის აუცილებლად ძირითადი საკვები რაციონის დანამატია და მხოლოდ სპორტული დანამატებით კვება არაა სწორი გადაწყვეტილება.UNN-04662-01041202_0_original

მიზეზები, რის გამოც აუცილებელი გახდა საკვები დანამატების მიღება:

მიზეზი 1. არასაკმარისი საკვები ნივთიერებები ჩვენს საჭმელში. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ყველა აუცილებელი ნივთიერებები საკვებიდან. რა თქმა უნდა, ბუნებამ ჩვენი საკვები უზრუნველყო ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით და მათი შემადგენლობა სავსებით აკმაყოფილებდა ჩვენთვის საჭირო მოთხოვნილებებს 100 წლის წინ. მაგრამ დღესდღეისობით, ის საკვები რაც ჩვენამდე აღწევს, მრავალ დამუშავებას გადის, გენეტიკურ მოდიფიცირებას და მისი კულინარიული მომზადების ხერხი დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს ანადგურებს.

მიზეზი 2. სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა. საჭმლი მომნელებელი სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირების შემთხვევაში არ დაგვჭირდებოდა ამ დანაკლისის საკვები დანამატებით ანაზღაურება. თუმცა სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს კუჭის მჟავებს, რის გამოც მცირდება სასარგებლო ნივთიერებების შეთვისება საკვებიდან, მატულობს ანთებითი პროცესები, კუჭის ბაქტერიები და სხვა არასასიამოვნო მოვლენები, როგორიცაა შებერილობა, კუჭის ტკივილი და დეპრესიული განწყობაც კი. სხვათა შორის, კუჭის მჟავების დაბალი დონის ერთერთი მიზეზია B ვიტამინის დეფიციტი.

მიზეზი 3. საკვების მომზადების ტექნოლოგია. პროდუქტების მომზადების არასათანადო ტექნოლოგით, მაგალითად მიკროტალღოვან ღუმელში, მათი კვებითი ღირებულება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მცირდება. ასევე, ფასთ-ფუდის რესტორნებში მომზადებული საკვების უმეტესობა არაერთგზის გადამუშავებულია. მაგალითად, რუხი ბრინჯის თეთრ ბრინჯად დამუშავების პროცესში 75%-ით მცირდება ბოჭკოვანა, ასევე ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა რკინა, ნიაცინი, თიამინი (B1), კალიუმი, ვიტამინი E და B6.

მიზეზი 4. გარემოს დაბინძურება. გარემოს, წყლის და საკვების დაბინძურების დონის მატების გამო საჭიროა მეტი სასარგებლო ნივთიერებების მიღება ორგანიზმის დეტოქსიკაციის და მავნე სუბსტანციების გასაუვნებელყოფად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანტიოქსიდანტი ვიტამინები: A, C და E ვიტამინები.

მიზეზი 5. სიმსუქნე. კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ტოქსინებით გადატვირთული ადამიანის ორგანიზმი კალორიების წვას დაახლოებით 7%-ით ამცირებს. მაგალითად, თუ ადამიანი ნორმის ფარგლებში მოიხმარს 2.500 კალორიას დღეში, შენელებული მეტაბოლიზმის პირობებში ერთი წლის განმავლობაში 47.815 ჭარბად მიღებული კალორია დაგროვდება. საშუალოდ, 7.000 კალორიის დაწვაა საჭირო ერთი კილოგრამის დასაკლებად. თუ ამ 47.815 კალორიას გავყოფთ 7.000-ზე, მივიღებთ წელიწადში დაგროვებულ 6 კილოგრამზე მეტ ჭარბ წონას. ასეთი ტემპებით 10 წლის განმავლობაში 60კგ-ით მეტ წონას დააგროვებთ, რაც უკვე ოფიციალურად სიმსუქნის მაჩვენებელია. საკვები დანამატების მიღება დეტოქსიკაციის მიზნით, ერთერთი საშუალებაა ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად.

მიზეზი 6. უძილობა და სტრესი. გამოკვლევების მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 30-40%-ს სტანჯავს უძილობა, აქედან 10-15%-ს კი ქრონიკული უძილობა აწუხებს. უძილობა ჯანმრთელობის მრავალ დარღვევას იწვევს. არსებობს სხვადასხვა დანამატები, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და ნივთიერებები აუმჯობესებენ ღამის ძილს.

მიზეზი 7. ჰორმონალური დისბალანსი. ქალს და მამაკაცს ორივე ჰორმონი გააჩნია – ტესტოსტერონიც და ესტროგენიც, თუმცა ტესტოსტერონი მამაკაცურ, ხოლო ესტროგენი ქალურ ჰორმონად ითვლება. ტესტოსტერონის დონის შემცირება მამაკაცებში ართულებს კუნთოვანი მასის ზრდას, ხოლო ჭარბი ესტროგენი კი ქალსაც და მამაკაცსაც პრობლემას უქმნის ზედმეტი წონის დაკლებისას. თუ ტრიცეპსებში ცხიმის შედარებით მაღალი რაოდენობაა, ეს ანდროგენების პრობლემაზე მიგვანიშნებს.თუ წელის არეშია მეტი ცხიმის მაჩვენებელი, მაშინ პრობლემა ინსულინშია. თუ განსაზღვრული იქნება, რომელი ჰორმონები იწვევენ ცხიმოვანი ფენების დისბალანსს, შესაძლებელია მიღებული იქნებს შესაბამისი დანამატები ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად, რათა ადვილად მოხდეს წონის კლება.

მიზეზი 8. წონის კლების პროგრამა. დიეტის დროს კალორიების შემცირებისას, სასარგებლო ნივთიერებების შემცირებაც ხდება. ეს კი სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს ქმნის. გარდა ამისა, წონაში კლების დროს პროტეინებზე მოთხოვნილება მატულობს, რადგან ორგანიზმი იწყებს მათ როგორც ენერგიის წყაროდ გამოყენებას. დიეტის დროს პროტეინების დანამატების გამოყენებით თავიდან აიცილებთ კუნთოვანი ქსოვილების დაშლას, დათრგუნავთ შიმშილის გრძნობას და დაასტაბილურებთ გლუკოზის დონეს.

large

მიზეზი 9. ჯანმრთელობის ხარისხი. არსებობს ბევრი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ერთერთი ასეთია რესვერატროლი, რომელიც მცენარეების შემადგენლობაში შედის. ის 1939 წელს აღმოაჩინეს და უზრუნველყოფს მცენარეების სიჯანსაღეს, იცავს რა მათ სხვადახვა ბაქტერიებისაგან. ადამიანებისათვის მას შემდეგი თვისებები აქვს: ამაღლებს მეტაბოლიზმს, ზრდის ენერგიას, თრგუნავს მადას, არეგულირებს შაქარს საისხლში, აჩქარებს ცხიმოვანი მარაგების დაშლის პროცესს, აუმჯობესებს მგრძნობელობას ინსულინის და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის მიმართ, ამცირებს ზრდის კუნთოვან მასას, თრგუნავს ესტროგენს და ა.შ. რესვერატროლის წყაროა წითელი ყურძენი, არაქისი, ფსტები, შტოში, ჟოლო, ის ასევე გვხვდება შავ შოკოლადშიც. თუმცა, რესვერატროლის საჭირო დოზის მიღება საკვებიდან და ღვინოდან საკმაოდ ძნელია. დადასტურებულია, რომ 1.000 ბოთლამდე ღვინო უნდა მიირთვათ საჭირო რესვერატროლის რაოდენობის მისაღებად. დანამატის სახით რესვერატროლის მიღება ასეთ დროს ლოგიკური ალტერნატივაა.

lazar_angelov1nickNick-Auger-Male-Model-Fitness-Picture-HD-Wallpaper

მიზეზი 10. ბოდიბილდინგი. საკვები დანამატები საუკეთესო ფიზიკური უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება ათლეტებს. განსაკუთრებით ფასეულია ისეთი შეუცვლელი ამინომჟავები, როგორიცაა ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი, რომლებიც ერთად ცნობილი არიან, როგორც ჯაჭვურად ბმული ამინომჟავები (BCAA). სხვა ამინომჟავებისაგან განსხვავებით BCAA კუნთოვანი უჯრედების ენერგიის წყაროა და ზრდის ვარჯიშის ხარისხს. BCAA მრავალი უპირატესობები გააჩნია ათლეტებისათვის, მათ შორის ჰორმონალური დონის გაუმჯობესება კუნთოვანი მასის და ძალის მოსამატებლად და ცხიმის შესამცირებლად, ის ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას ვარჯიშს მერე. საკვებ დანამატებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდის კატეგორიებში.

http://giogiobliadze.wordpress.com/

სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *: