შესვლა
მთავარი სიახლეები სხვადასხვა კუნთის ვარჯიშები 7 ტოპ ვარჯიში სექსუალური საჯდომისთვის
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
barbrothers.ucoz.com
7 ტოპ ვარჯიში სექსუალური საჯდომისთვის

1. ბუქნები

ბუქნები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარჯიშის ტიპად. სასურველია ვარჯიში გააკეთოთ კედელთან, დადექით ზურგით კედლისკენ, და გააკეთეთ ბუქნი,რაც უფრო მეტად დაეშვებით ქვევით, მით დიდი იქნება დატვირთვა თქვენი დუნდულოებისთვის.


2. სწრაფი ბუქნები

ამ ბუქნების არსი იმაშია რომ თქვენ უნდა ჩაიკუზოთ და ადგეთ სწრაფად. რაც ძალიან კარგათ გაავარჯიშებს თქვენი საჯდომის კუნთებს. დაიწყეთ 20-30 ჩაჯდომით და მალე ვერც კი იგრძნობთ ისე გააკეთებთ 100 ბუქნს 2 წუთის განმავლობაში


3.სირბილი

სირბილიც ასევე ძალიან კარგი საშუალებაა დუნდულების გასამაგრებლად. მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი ადამიანი იყენებს სირბილს წონაში დასაკლებად.ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებათ სირბილის დროს ესაა მოხერხებული ფეხსაცმელი და მონდომება. თუ თქვენ არ ცხოვრობთ ისეთ ადგილას სადაც მშვიდად შეიძლება სირბილი, მაშინ იქნებ ღირდეს დაფიქრება თანხის შეგროვებაზე და სარბენი ბილიკის ყიდვაზე(მე ვფიქრობ ამ ინვესტიციაზე )


4. დაჭიმეთ დუნდულოები

დაწექით მუცელზე და დაჭიმეთ დუნდულები იმდენად რამდენადაც შეძლებთ, რეკომენდირებულია დღეში 5წუთი მაინც ასეთი ვარჯიშების კეთება.


5. ველოსიპედით სიარული

ველოსიპედით გასეირნება ერთ-ერთი მშვენიერი და ეფექტური იდეაა . ისინი ვისაც არ აქვს ველოსიპედი ან ადგილი სადაც შეიძლება ველოსიპედით სეირნობა, დროა დაფიქრდნენ ველოტრენაჟორის შეძენაზე. ველოტრენაჟორები ძალიან პოპულარულია იმ მიზნის მისაღწევად რისთვისაც თქვენ ის გჭირდებათ.


6.ცურვა

ბევრი ადამიანი მიმართავს ცურვას იმ მიზეზით, რომ დაიკლოს წონაში და ქონდეს ლამაზი ფიგურა. ეს ძალიან მოხერხებულია თუ თქვენ ცხოვრობთ სადმე მოზრდილი მდინარის/ზღვის/ტბის ნაპირას, მაგრამ თუ თქვენც ჩემსავით თბილისში ცხოვრობთ დროა სასურველი საცურაო აუზის შერჩევაზე იზრუნოთ.


7.საფეხურებზე ასვლა

კიბეზე ასვლა საუკეთესო საშუალებაა გაამაგროთ თქვენი დუნდულები და ამავე დროს დაიკლოთ წონაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი თქვენ შეასრულებთ ამ ვარჯიშებს, არა მხოლოდ დაიკლებთ წონაში,და გაიმკვრივებთ სხეულს არამედ თქვენი ორგანიზმი მოვა ტონუსში რამდენიმე თვიანი ვარჯიშის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *: