შესვლა
მთავარი ბლოგი street workout info ქუჩის ვარჯიში” საქართველოში – ისტორია და მომავალი ქუჩის ვარჯიში” საქართველოში – ისტორია და მომავალი
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
barbrothers.ucoz.com
ქუჩის ვარჯიში” საქართველოში – ისტორია და მომავალი

,ქუჩის ვარჯიში” საქართველოში – ისტორია და მომავალი

სპორტის ეს სახეობა თქვენთვის ალბათ უცხო აღარ არის, მაგრამ მაინც შევეცდები ზოგადად დავახასიათო ის. Street workout (,,ქუჩის ვარჯიში”) ერთ–ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა დღესდღეობით. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა 1960იან წლებში და იმ დროიდან პოპულარული გახდა youtube სერვისის დახმარებით. ,,ქუჩის ვარჯიშის ხელოვნება” არ მოიცავს მხოლოდ ტურნიკზე და ორძელზე ვარჯიშს, მისი ვარჯიშებს უმეტესობა სტატიკურია და ამიტომაცაა რომ ვორკაუთის მიმდევრები თავისუფლად აკეთებენ human flag, back level, side to side, planche ილეთებს. 
"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა სურვილი , ეს რთული მიმდინარეობა – ქუჩის ვარჯიშები ( Street workout) ჩამომეყალიბებინა და ამ სფეროში ჩვენ ფოთელებს პირველი გუნდი გვყავს "- განაცხადა Tspress-თან საუბარში საქართველოს ქუჩის ვარჯიშების ფედერაციის პრეზიდენტმა მიშა ჟვანიამ.
ოფიციალურად საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, სპორტის სახეობა ქუჩის ვარჯიშების (Street workout) ფედერაცია 2013 წლის 23 იანვარს ჩამოყალიბდა.

გუნდს ფინანსებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, რის გამოც, ისინი 2013 წლის 7 აგვისტოს რიგაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ აღინიშნა ფედერაციის შექმნის ერთი წლის იუბილე. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი მიშა ჟვანია აცხადებს, მათ ყველაზე დიდ წარმატებას პროექტ ,,ნიჭიერში” მიაღწიეს. ,,მე მინდა საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მივაქციო ამ ახალგაზრდა და ყველა ასაკის ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ენერგიას ხარჯავებ იმაში რაც კარგია! ეს შეფასება რომელიც ,,ფოთელ ვორქაუთელებს” გაუკეთა ნიჭიერში ჟიურის წევრმა ნიკა გვარამიამ, შეესაბამება ამ ჯგუფის მონდომებას.


,,ნიჭიერის” დახმარებით მთელმა საქართველომ გაიცნო ფოთელი ,, ქუჩის აკრობატები, ” რამაც street workout–ის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. საბედნიეროდ ისინი ნახევარფინალში და ფინალშიც გადავიდნენ, რამაც workout–ის მიმდევრების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. ნახევარფინალში და ფინალში მათ ჰქონდათ შესანიშნავი გამოსვლები, ჟიური მათ ,,შესანიშნავ შვიდეულს” უწოდებდა. სამწუხაროდ მათ ნიჭიერში ვერ გაიმარჯვეს და ვერც დაჯილდოვდნენ, მაგრამ დიდი წვრილი შეიტანეს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. სწორედ ამს შედეგია ის, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, Street Workout–ის განვითარების ხელშესაწყობად და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის, საქართველოს 9 ქალაქში გააშენა ქუჩის სავარჯიშო მოედნები.1. ფოთი – ნიკოლაძის სანაპირო2. თელავი – ახალი ბაღი ( თეატრის უკან )3. ზუგდიდი – ბოტანიკური ბაღი4. ნინოწმინდა – თავისუფლების 95. ქობულეთი – აღმაშენებლის 2776. ზესტაფონი – კულტურისა და დასვენების პარკი7. ქუთაისი – ნინოშვილის ბაღი8. გორი – ახალი ბაღიუახლოს მომავალში ბორჯომშიც მოეწყობა სავარჯიშო მოედანი
განთავსებულია ტურნიკები ურძელები და ბევრი სავარჯიშოები
ფონიჭალა 153 სკოლა 
ფონიჭალა ბაიას ძველი ქვის სტადიონი სტადინი 


,,ვორქაუთერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება საქართველოში, ეს რათქმაუნდა ძალიან სასიხარულოა… საქართველოს ხომ ამ კუთხითაც სჭირდება განვითარება. ვოქაუთერების დიდი რაოდენობით გამოირჩევა: ფოთი, რუსთავი, თელავი და ქუთაისი.
ამ ერთი წლის განმავლობაში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს. სამომავლოდ ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებასაც აპირებს.

სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *: