შესვლა
მთავარი სიახლეები როგორ მოვიმატოთ წონაში სწორა
მინი ჩატი
რეკლამა
რეკლამა
barbrothers.ucoz.com
როგორ მოვიმატოთ წონაში სწორა

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორა

მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ებრძვის XXI საუკუნის სენს - სიმსუქნეს, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საწინააღმდეგო სურვილები ამოძრავებთ. წონის სიმცირე ჩვენს დროში არ ითვლება დიდ უბედურებად, მაგრამ დიეტოლოგებს ზოგჯერ უწევთ მსგავს პრობლემასთან ბრძოლა. პრობლემის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ გახდეს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევიდან, გახდომის ავადმყოფურ სურვილამდე, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად.

 

საფეხურები

  1. 1პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება. 

    მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა. 

    თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები: 
  2. 2მოახდინეთ მადის სტიმულაცია 
    საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
  3. 3ჭამეთ ხშირად 
    საჭმელი უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5 ჯერ. საუზმის, სადილისა და ვახშმის გარდა მიეცით საკუთარ თავს 3-4 ჯერ მცირედ წახემსების უფლება.
  4. 4ყოველი ჭამის შემდეგ მოდუნდით 
    ჭამის შემდეგ ძილი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
  5. 5დალიეთ მეტი სითხე 
    განსაკუთრებით გაზარდეთ რძიანი და ხილის წვენების მიღება. რეკომენდირებულია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის მიღება.
  6. 6აკონტროლეთ კალორიები 
    უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე საკვებს. თქვენს შემთხვევაში მისასალმებელია სასურველი რაოდენობით დესერტის შეჭმა და მოწონებული კერძის დამატების მოთხოვნა.
  7. 7პერიოდულად გაზარდეთ პორციები 
    გამოიყენეთ დიდი თეფშები და საკვებს მოასხით იმდენი სოუსი რამდენიც მოგესურვებათ.
  8. 8კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან 
    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა საკვების დანამატებთან, მაშინ სასურველია პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
  9. 9კალორიულ კვებასთან ერთად არ დაივიწყოთ სპორტული ვარჯიშები 
    სხეულის მასის გასაზრდელად შესანიშნავი იქნება სხვადასხვა სახის ძალისმიერი სავარჯიშოები. თუ არ დაუთმობთ საჭირო დროს სპორტს, მაშინ თქვენს მიერ მიღებული დიდი რაოდენობით კალორიები დაილექება მუცლისა და თეძოების მიდამოებში. დაფიქრდით, გსურთ სიზარმაცის გამო ასეთი შედეგის მიღება ?
სულ კომენტარები: 0
დაამატე კომენტარი
სახელი *:
Email:
კოდი *: